logo
ENG



სადაც ქრისტეს სახლია, იქ ვირუსი არასდროს არ იქნება - სააღდგომო ლიტურგიას მრევლი დაესწრო

19 აპრ 202011:54
3 წუთის საკითხავი
 

კომენდანტის საათისა და საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში შეკრების აკრძალვის მიუხედავად, საქართველოს ეკლესიებში სააღდგომო მსახურება მაინც მრევლის თანდასწრებით ჩატარდა.

იმ ტაძრებში, სადაც მსახურება ტრადიციულ დროს ჩაატარეს, მრევლი ადგილზე 9 საათამდე მივიდა და ტაძრების ტერიტორია კომენდანტის საათის დასრულების  შემდეგ დატოვა. უცვლელი დარჩა ერთი კოვზით ზიარების წესიც, რაც სპეციალისტების განცხადებით, ვირუსის გავრცელების რისკებს ზრდის. 

მრევლის თქმით, სწორედ რწმენით დამარცხდება სიკვდილი და ყოველი მათგანი ცდილობს მინიმუმამდე დაიყვანოს საფრთხე. მათივე განმარტებით, მთავარი რწმენაა და ვირუსი ვერავის დაამარცხებს.

"სადაც ქრისტეს სახლია იქ ვირუსი არასდროს არ იქნება. ძალიან გახარებული ვარ ცეცხლი რომ გადმოვიდა",-აღნიშნა მრევლის ერთ-ერთმა წევრმა. 

თავად სასულიერო პირები კი ლიტურგიის ჩატარებითა და ეკლესიაში დაწესებული დისტანციით კმაყოფილია. 

"როგორც სასულიერო პირი, ძალიან კმაყოფილი ვარ ასეთი წესრიგით, რაც ყოველთვის სანატრელი გვქონდა. ვიცი ადამიანები, რომლებმაც ორი საათი ფეხით იარეს, რომ მოსულიყვნენ და კიდევ ექვს საათამდე უნდა დარჩნენ. ადამიანი მოდის აქ რაღაც ძალიან მნიშვლოვანისთვის და როგორ შეიძლება აქედან რამე პანდემია გავრცელდეს. თუ ადამიანს სჯერა, მისი იმუნური სისტემაც ძლიერდება", - აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.


close დახურვა