ბორჯომის სოფელ სადგერის მცხოვრებლები სოფელში ენერგო პრო ჯორჯიას მიერ გატარებულ სამუშაოებს აპროტესტებენ. კომპანიამ ელექტროგადამცები ბოძები დაამონტაჟა, რაც ადგილობრივების პროტესტს იწვევს. ადგილობრივი მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ელექტროგადამცემი 8 ბოძის დაუკითხავად დამონტაჟების შემდეგ, ნაკვეთები დაუმუშავებელი რჩება, რადგან იქ შესვლა პრაქტიკულად შეუძლებელია. კუთვნილ მიწას ოჯახები ვერც სამოსახლოდ იყენებენ.
სადგერის მცხოვრებლები სოფელში ენერგო პრო ჯორჯიას მიერ გატარებულ სამუშაოებს აპროტესტებენ
22 ივნ 202120:23
3 წუთის საკითხავი