logo
ENG



საეკლესიო სასამართლო ერთადერთი გამოსავალია - მეუფე პეტრე ახალი ინიციატივით გამოდის

30 იან 202013:46
3 წუთის საკითხავი
 
n1p4wsj4ypayhl1.jpg

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს საეკლესიო სასამართლოს შექმნის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ მან სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ სასამართლოს შექმნა მიმდინარე მოვლენების ფონზე ერთადერთი გამოსავალია.

მისივე თქმით, ახალი ტიპის სასამართლოში დაბალი იერარქიის სასულიერო პირები და ერის ადამიანები მიიღებენ მონაწილეობას.

“მდგომარეობა ნამდვილად საგანგაშოა. ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები და მამა ანდრიას მიმართ უპასუხისმგებლო ბრძანებით მისი სამღვდელო ხარისხის შეჩერება, როგორც თვითონ განმარტეს, რომ პატრიარქი იყო ქალაქგარეთ, მაგრამ შეათანხმეს, ეს არის მორიგი უსამართლობა, უკანონობა და უხეში კანონდარღვევა. გაცხადდა, თუ რამდენად აიგნორებს რჯულის კანონს საქართველოს საპატრიარქო, რომელიც მმართველი ორგანოა საქართველოს ეკლესიის. ასეთი დამოკიდებულება და მსგავსი უწესრიგობა აუცილებლად მიგვიყვანს სავალალო შედეგამდე. უარესდება მდგომარეობა და ეკლესიის ავტორიტეტზე ეს აისახება ნეგატიურად",-აღნიშნა მეუფე პეტრემ. 

პეტრე ცაავას განმარტებით, ამ მოცემულობაში ერთადერთი გამოსავალია ხელისუფლება აიძულონ, რომ ამოქმედდეს მსგავსი ტიპის საეკლესიო სასამართლოს, რომლის ფუნქციაც ამ დროისთვის სინოდს აქვს მითვისებული. ეს უკანასკნელი კი შერჩევითი სამართლითა და ფარისევლობით მუშაობს. 

“პატრიარქმა უნდა მოისმინოს მხილება. ეს არის ძალიან ტრაგიკული, როდესაც მას არ უნდა სიმართლის მოსმენა, მამა ანდრია სარიას თუ სხვა სასულიერო პირებს, რომლებმაც ხმა აღიმაღლეს ამ უკანონობის და უზნეობის წინააღმდეგ, რომელიც არის გამეფებული დღეს დედა ეკლესიაში, მხოლოდ სადამსჯელო პოლიტიკის გატარება მოხდა, რომელიც არის საბჭოთა დამოკიდებულება, რეჟიმის, რომელსაც სძაგდა სიმართლე. საეკლესიო სასამართლო არის ერთ-ერთი გამოსავალი, სადაც დაბალი იერარქიის სასულიერო პირები და ერის ადამიანები მიიღებენ მონაწილეობას და დავიწყოთ ჩემით. პატრიარქს მივმართე სიტყვებით, რომ დავიწყოთ მხილებით და ჩემგან დავიწყოთ, ნუ მომერიდებით",-აღნიშნა მეუფლე პეტრემ. 

კიდევ ერთი თემა რაზეც პრესკონფერენციაზე მეუფე პეტრემ ყურადღება გაამახვილა, სინოდის სხდომებია

“სინოდის სხდომა ჩატარდა მხოლოდ ერთხელ პატრიარქი იყო ვალდებული მინიმუმ ორჯერ ჩაეტარებინა. თვითონ გამოვიდა და თქვა, გაგვაკრიტიკა თითქოს ჩვენ ვიყავით დამნაშავე, რომ მეორედ არ ჩატარდა. ჩატარდა მხოლოდ ერთხელ და ისიც 2 თუ 3 საკითხი განვიხილეთ”,- განაცხადა მეუფე პეტრემ.


close დახურვა