logo
ENG



საელჩო: 26 ივლისიდან საქართველოს მოქალაქეები ბულგარეთის ტერიტორიაზე შემოსვლას ვერ შეძლებენ

24 ივლ 202123:45
3 წუთის საკითხავი
 
2021/07/24/awhs23hg7ob41s2.jpg

ბულგარეთის ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების თანახმად, 26 ივლისიდან საქართველოს მოქალაქეები ვერ შეძლებენ ბულგარეთის ტერიტორიაზე შესვლას.

როგორც ბულგარეთში საქართველოს საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი, ბრძანება არ ეხება საქართველოდან მიმავალ ბულგარეთის მოქალაქეებს, რეზიდენტებს და მათი ოჯახის წევრებს, რომელთაც ქვეყანაში შემოსასვლელად აუცილებლად უნდა წარადგინონ ბოლო 72 საათში გაკეთებული უარყოფითი PCR-ტესტის პასუხი, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა ჩატარებული ვაქცინაციის სრული კურსი.


close დახურვა