logo
ENG



საელჩო: ზეიამ ვიზიტი დაიწყო, რომ აღენიშნა აშშ-ის ღრმა შეშფოთება, მთავრობის ქმედებებზე

12 ივლ 202410:11
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/12/el98rfsfei8l9jt.jpg

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ინფორმაციით, სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, უზრა ზეიამ საქართველოში ვიზიტი გუშინ დაიწყო, რათა ხაზგასმით აღენიშნა აშშ-ის ღრმა შეშფოთება, რომ მმართველი პარტიის ქმედებები და რიტორიკა საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს.

დიპლომატიური უწყების განცხადებით მიხედვით, ზეიას ვიზიტით უნდა აღენიშნა ადამიანის უფლებების პატივისცემისა და ყველასთვის ფუნდამენტური თავისუფლებების მნიშვნელობა.

ამასთანავე, მდივნის მოადგილე ზეიამ განმეორებით დაადასტურა აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ვიზიტის პირველ დღეს მოადგილემ შეხვედრები გამართა უფლებადამცველებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან და საქართველოს პრეზიდენტთან.

მდივნის მოადგილე ზეია შეხვედრებს დღეს გააგრძელებს.


close დახურვა