თურქეთში შესვლის მსურველები და თურქეთის გავლით ტრანზიტით მიმავალი მგზავრები, ვალდებული არიან, ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი ცნობა წარმოადგინონ.
ინფორმაციას თურქეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
საელჩოს ცნობით, რეგულაციები თურქული მხარის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში შეიცვალა.
"2020 წლის 30 დეკემბრიდან, თურქეთში შემოსვლის მსურველმა და თურქეთის გავლით, ტრანზიტით მიმავალმა მგზავრებმა უნდა წარმოადგინონ ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი ცნობა. ის პირები, რომლებიც ვერ წარმოადგენენ PCR ტესტის უარყოფითი პასუხის ამსახველ ცნობას, არ მიეცემათ ფრენის საშუალება. 6 წელზე ქვემოთ მგზავრებისთვის სავალდებულო არ არის ამგვარი ცნობის წარდგენა", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, საელჩოს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ცხელ ხაზზე:
- ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +90 539 220 82 80
- ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00
- ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26