logo
ENG



საელჩო: პომპეო ყურადღებას გაამახვილებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე

17 ნოე 202021:01
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/17/v6tno9uyfe0dlr6.jpg

ამერიკის საელჩო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ პომპეო სხვა საკითხებთან ერთად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე გაამახვილებს ყურადღებას. 

"სიხარულით მივესალმებით სახელმწიფო მდივან პომპეოს ულამაზეს ქალაქ თბილისში. სახელმწიფო მდივანი აქ იმყოფება იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გაუსვას ხაზი შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე, ჩვენი საერთო ღირებულებების, თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი ერთგულებას.

სახელმწიფო მდივანი პომპეო განიხილავს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის საჭირო ძალისხმევას და ყურადღებას გაამახვილებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე", - წერია საელჩოს განცხადებაში. 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო უკვე საქართველოშია. პოლიტიკური თანამდებობის პირებთან სახელმწიფო მდივნის შეხვედრები ხვალ გაიმართება. 

ვიზიტის ფარგლებში პომპეო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, პატრიარქ ილია მეორეს და სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ წარმომადგენლებს შეხვდება, "რათა მათგან მოისმინოს მოსაზრებები კანონის უზენაესობის, სასამართლოს დამოუკიდებლობის, დემოკრატიის განხორციელების პროცესის და ადამიანის და ეკონომიკური უფლებების დაცვის შესახებ". 

 


close დახურვა