logo
ENG



საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაფრენამდე ნასას გუნდის წევრებმა სპეციალური სამოსი მოირგეს

27 მაი 202009:59
3 წუთის საკითხავი
 

საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაფრენამდე „ნასას" გუნდის წევრებმა სპეციალური სამოსი მოირგეს. კენედის კოსმოსური ცენტრიდან ამერიკელი ასტრონავტები „სფეის იქსის" კოსმოსური ხომალდით სტარტს დღეს პირველად აიღებენ.

რაკეტის კოსმოსურ სადგურზე გამგზავრებას დონალდ ტრამპი დაესწრება. კერძო კომპანიის რაკეტის, ასტრონავტებთან ერთად კოსმოსში წარმატებული გაშვების მოლოდინი აქვს ილონ მასკსა და „ნასას" გუნდის წევრებს. პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში კოსმოსური ხომალდის მეორედ გამოყენება გახდება შესაძლებელი.

მსგავსი რაკეტების წარმოება კი კოსმოსში მოგზაურობას ხელმისაწვდომს გახდის. „სფეის იქსის" კოსმოსური ხომალდი „ნასას" ასტრონავტებთან ერთად სტარტს ხუთშაბათს, გამთენიისას, თბილისის დროით 00:33 წუთზე აიღებს. 


close დახურვა