logo
ENG



საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის ფონზე ქართული ოცნება უკან იხევს

09 დეკ 201920:14
3 წუთის საკითხავი
 
mdavouxvk72o7jo.jpg

ევროპარლამენტარების ჩარევის და საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის ფონზე „ქართული ოცნება“ უკან იხევს. დიპლომატების მედიაციით გამართული მოლაპარაკებების მეორე რაუნდის შემდეგ ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაცია შედგა - ე.წ. ამბოხებულები სრულად მაჟორიტარული სისტემის კანონპროექტს უკან წაიღებენ. პარალელურად, პარლამენტის იურიდიულმა დეპარტამენტმა ოპოზიციის მიერ შემუშავებული კანონპროექტის განხილვის დაწყება მიზანშეწონილად მიიჩნია.

„ქართული ოცნება“ ერთ კვირიან ვადას იღებს და გადაწყვეტს, დათანხმდება თუ არა მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქებს. პარტიის ოფისში შეკრებილებმა დღეს  გუნდში არსებულ განწყობებზე საჯაროდ ლაპარაკი არ ისურვეს. საჯაროდ არ გამოჩენილა ბიძინა ივანიშვილი, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა. 

ოპოზიცია ამ შედეგის მიღწევამდე ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებისთვის დისკომფორტის მოხსნას არ აპირებს. ქვეყნის არაფორმალურ მმართველთან შეხვედრა „ქართული ოცნების“ დეპუტატებს ისევ სტვენისა და შეძახილების ფონზე მოუხდათ.  


close დახურვა