logo
ENG



საერთოდ სახელმწიფო ლიდერებს ჰყავთ ორეულები და შეიძლება ის იყო - ოპოზიცია არჩილ თალაკვაძეზე

22 ნოე 201917:21
3 წუთის საკითხავი
 
g9ckteos37w79wl.jpg

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე  იტალიაში კომოს ტბაზე ვიზიტს არც ადასტურებს, არც უარყოფს. არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ჩვენს ტელევიზიასთან შესათანხმებელი არაფერი აქვს. "ოცნების" მაღალჩინოსნის თქმით, ფორმულას ეთერში გაშვებული სიუჟეტი პოლიტიზირებული იყო

ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ქვეყნაში შექმნილია პოლიტიკური კრიზისი და შესაბამისად მმართველი გუნდი ამ კრიზისის მოგვარებაზე უნდა იყოს ორიენტირებული. 

"მილიარდელების დაპატიჟებით კომოზე ქეიფობს, ნაცვლად იმისა რომ საქმეს მიხედოს ასეთ მძიმე ვითარებაში; იქ ვაჟა გაფრინდაშვილზე იმუშაოს თუ ოპოზიციასთან კონსტრუქციულ დიალოგზე, რომ ამ კრიზისიდან გამოვიდეს ქვეყანა. როცა პრესა მიუთითებს, რომ ამის ნაცვლად ქეიფობს, ტყუილს უწოდებს ამ გაცხადებებს. ეს მოწმობს ამ ადამიანების არაადეკვატურობაზე,"-განმარტავს გია ბარამიძე. 

დავით ჭიჭინაძის თქმით კი, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე ახლა არავის არ უნდა ექეიფებოდეს.

"საერთოდ სახელმწიფო ლიდერებს ჰყავთ ორეულები და შეიძლება ის იყო, თქვენ კი მოგეჩვენათ. ეს ხუმრობით, მაგრამ შეიძლება შეაწუხა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებმა და მისმა საქციელმა, რადგან დღეს არ უნდა გრძნობდე თავს ისე, რომ გექეიფებოდეს. როცა ახალგაზრდები ქუჩაში არიან და ბრძოლობენ მომავლისთვის. შენ ამას სუფრაზე არ უნდა ანიავებდე,"-აცხადებს დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე.

რაც შეეხება უმრავლესობის შეფასებებს, დეპუტატები კომენტარისგან თავს იკავებენ და განმარტავენ, რომ ჯერ დაზუსტებულ ინფორმაციას არ ფლობენ. 

"ინფორმაცია არ მაქვს და მგონი უფრო საკუთარ პარლამენტის თავმჯდომარეს უნდა დავუჯერო, ვიდრე სხვას. ამიტომ დავაზუსტებ და მერე გეტყვით ჩემს კომენტარს. პირველად გავიგე მე,"-განაცხადა უმრავლესობის წევრმა რომან კაკულიამ.

 


close დახურვა