logo
ENG



სავარაუდო კიბერშეტევებისთვის ესპანეთის პოლიციამ სამი პრორუსი ჰაკერი დააკავა

20 ივლ 202420:22
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/20/5rbd36vc5rduhhf.jpg

დღეს ესპანეთის პოლიციამ დააკავა სამი პრორუსი ჰაკერი, რომლებმაც სავარაუდოდ ტერორისტული მიზნებისთვის ესპანეთსა და NATO-ს სხვა ქვეყნებზე ტერორისტული კიბერშეტევა განახორციელეს.

არსებული ინფორმაციით ბრალდებულები დააკავეს საჯარო დაწესებულებებისა და სტრატეგიული სექტორების წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევაში სავარაუდო მონაწილეობისთვის.

ამ დროისთვის, ესპანეთის პოლიცია დაკავებულების ვინაობას არ ასახელებს.

"ეს კომპიუტერული თავდასხმები ორგანიზებული იყო ჰაკერული ჯგუფის "NoName057(16)"-ის მიერ. აღნიშნული შეტევები დაიწყო რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ და იყო ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ჯგუფი", - ნათქვამია ესპანეთის სამოქალაქო გვარდიის განცხადებაში.


close დახურვა