logo
ENG



სავარაუდო ძალადობა მოსწავლეებზე - მოკვლევა დაიწყო

13 მაი 202220:18
3 წუთის საკითხავი
 

ფორმულას რეპორტაჟის შემდეგ მარტვილში ძალადობის ფაქტების შესახებ მსხვერპლები ალაპარაკდნენ. პედაგოგი, მოსწავლე და მშობელი - უკვე დამატებით სამი ადამიანი ჰყვება სკოლაში არსებულ ვითარებაზე. სოფელ ტალერის სასწავლო დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობაზე არც დირექტორი რეაგირებდა და არც რესურსცენტრი.  განათლების სამინისტროს ყურადღების მიქცევას სატელევიზიო სიუჟეტი დასჭირდა. მხოლოდ ამის შემდეგ შევიდა სკოლაში აუდიტის სამსახური. არავინ იცის, უწყების დროული რეაგირებით რამდენი ფაქტი იქნებოდა თავიდან აცილებული. მშობლები ორი დღეა, ფორმულას უყვებიან, რომ სკოლის დირექტორის მოადგილე ბავშვებზე ძალადობს, აყენებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.

 


close დახურვა