ფორმულას ექსკლუზიური რეპორტაჟის შემდეგ საჯარო ბაღში გამომძიებლები მივიდნენ, ცოტა ხნის წინ დაიბარეს გამოკითხვაზე მშობლებიც. საკითხით დაინტერესდა სახალხო დამცველიც. აღმზრდელს ბავშვებზე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ. პრობლემა ერთი პედაგოგი არაა. ირკვევა, რომ 215-ე ბაღში ხშირია არასრულწლოვანთა დაკარგვა, ბულინგი, ძალადობრივი ფორმებით დასჯა - თეა თეთრაშვილი მუშაობს რეპორტაჟების სერიაზე და ახალ დეტალებს გაგვაცნობს