logo
ENG



სავარაუდოდ უახლოეს სამ კვირაში ნიკა მელიას დეპუტატის მანდატს შეუწყვეტენ

02 დეკ 201917:47
3 წუთის საკითხავი
 
aupdktzykkq4y7h.jpg

ნიკა მელიას სადეპუტატო მანდატს სავარაუდოდ თვის ბოლომდე, რამდენიმე კვირაში შეუწყვეტენ. ამის შესახებ განცხადებები უმრავლესობის დეპუტატების მხრიდან უკვე კეთდება. მმართველ გუნდში პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია.

​„ქართული ოცნების“ წევრის მამუკა მდინარაძის თქმით სადაო არაფერია და პირველი ინსტაციის ძალაში შესვლისთანავე საკანონმდებლო ორგანო ვალდებულია ეს პროცესი დაიწყოს.

„კონკრეტული დეპუტატის მიმართ, როდესაც დადგება განაჩენი, რომელსაც ვიმეორებ პირველი ინსტანციის მოსამართლის მიერ გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში მაშინ პარლამენტი არათუ უფლებამოსილია, არამედ ვალდებულია კენჭი უყაროს უფლება მოსილების შეწყვეტას, ეს არის წმინდა ფორმალური იურიდიული მხარე“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში განმარტავენ საპროცედურო საკითხთა კომიტეტს აქვს 15 დღიანი ვადა, იმისთვის, რომ დაიწყოს დეპუტატისთვის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებული პროცედურა, მას შემდეგ რაც კომიტეტი ტექნიკურ საკითხებს მოაგვარებს პირველივე სესიაზე პირველი საკითხი უნდა იყოს მელიასთვის მანდატის შეწყვეტის საკითხი. მანდატის შეწყვეტას 76 დეპუტატის ხმა სჭირდება, სავარაუდოდ უახლოეს სამ კვირაში ნიკა მელია შეიძლება დეპუტატი აღარ იყოს.


close დახურვა