საზოგადოებრივი მაუწყებელის განცხადებით, მთავარ სერვერზე , სავარაუდოდ მასშტაბური კიბერშეტევა განხორციელდა, რის გამოც არხი პირდაპირ ეთერში ვერ მაუწყებლობს.
მათივე ცნობით, ტექნიკური ჯგუფი ამ დრომდე მუშაობს პრობლემის აღმოფხვრაზე.
"მომხდართან დაკავშირებით საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უკვე მიმართა შესაბამის საგამოძიებო უწყებებს და მოითხოვა გამოძიების დაწყება"- ნათქვამია განცხადებაში.
