საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ გენერალურ დირექტორად ვასილ მაღლაფერიძის ყოფილი მოადგილე, თინათინ ბერძენიშვილი ღია კენჭისყრით აირჩია. მის კანდიდატურას სამეურვეო საბჭოს რვა წევრმა დაუჭირა მხარი. ინფორმაციას 1TV ავრცელებს.
თინათინ ბერძენიშვილის გარდა, კონკურსში პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე და ჟურნალისტი ირმა სოხაძე მონაწილეობდნენ. ლაგაზიძემ 1 ხმა მიიღო, ხოლო სოხაძეს მხარი სამეურვეო საბჭოს არც ერთმა წევრმა დაუჭირა მხარი.
პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა 18 აგვისტოს დატოვა. მან გადაწყვეტილების მიზეზად მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების გაშუქება დაასახელა. მისი განმარტებით, თანამდებობა იმის გამო დატოვა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ გაჩნდეს.
აღსანიშნავია, რომ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის ხელფასი 4000-დან 10000 ლარამდე იზრდება.