logo
ENG



საზმაუს დირექტორად მეორე ვადით თინათინ ბერძენიშვილი აირჩიეს, ის ერთადერთი კანდიდატი იყო

29 ივლ 202613:21
3 წუთის საკითხავი
 
2026/07/29/w8x5f05x5c6yfap.jpg

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტზე თინათინ ბერძენიშვილი მეორე ვადით აირჩიეს. მის კანდიდატურას სამეურვეო საბჭოს 8 წევრმა ღია კენჭისყრაზე დაუჭირა მხარი. ის გამოცხადებულ კონკურსში ერთადერთი კანდიდატი იყო, რომელსაც მიმდინარე 6-წლიანი უფლებამოსილების ვადა სექტემბერში ეწურება (მაუწყებლის გენერალური დირექტორის დარიცხული ხელფასი 16 250 ლარია).

„ჩემთვის საზოგადოებრივი მაუწყებელი მხოლოდ ორგანიზაცია არ არის. ჩემი პროფესიული გზა სწორედ აქ დაიწყო და მრავალი წლის განმავლობაში პირველ არხთან ერთად ვიზრდებოდი, ამიტომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობითა და მოტივაციით ვაცხადებ მზადყოფნას, გავაგრძელო მისი განვითარება მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში“, - საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამის შესახებ თინათინ ბერძენიშვილმა განაცხადა.


close დახურვა