logo
ENG



საზმაუს ოპერატორზე თავდასხმისთვის ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

23 ივლ 202121:10
3 წუთის საკითხავი
 
2021/07/23/y4i8s5ykryprg43.jpg

თბილისის საქალაქო სასამართლომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორის, ილია თვალიაშვილის ჟურნალისტური საქმიანობის გამო დევნისა და ძალადობისთვის ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაცვის მხარე ბრალდებულისთვის გირაოს შეფარდებას - 7 ათასი ლარის ოდენობით, ითხოვდა, თუმცა მოსამართლე გიორგი გელაშვილმა ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და დაკავებულს პატიმრობა შეუფარდა. 

დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პირველი არხის ოპერატორს, ილიკო თვალიაშვილს 5 ივლისს თვალები დაუზიანეს. მას მაშინ სცემეს, როცა აგრესიული ჯგუფების ქმედებებს იღებდა. ის ათობით ადამიანმა ალყაში მოაქცია და ურტყა ჯოხები და ფეხები. ასევე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების ინფორმაციით, მას თვალებში გაურკვეველი ხსნარი შეასხეს და თვალების დაზიანებაც ამან გამოიწვია.

5 ივლისს მედიის წარმომადგენლების მიმართ თავდასხმის ბრალდებით შსს-ს ამ დრომდე მხოლოდ 28 ადამიანი ჰყავს დაკავებული. 


close დახურვა