logo
ENG



საზმაუსთან 4 პოლიტიკური კოალიციის ლიდერებისთვისა და პრეზიდენტისთვის ეთერის დათმობას ითხოვენ

01 დეკ 202418:17
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/01/r3bbvymj1czh468.jpg

საზოგადოებრივ მაუწყებელთან საპროტესტო აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მოითხოვენ, რომ პირველმა არხმა საკუთარი ეთერი 4 პოლიტიკური კოალიციის ლიდერებსა და პრეზიდენტს დაუთმოს. როგორც ტელეწამყვანმა სოფო ხუნწარიამ აქციაზე თქვა, ასევე, ერთ-ერთი მოთხოვნაა ხალხისთვის უწყვეტი ეთერი.

"პოლიტიკოსებისაგან გამიჯვნის დრო არაა, ჩვენ მათ უნდა მივეხმაროთ, მათ გვერდზე უნდა ვიდგეთ. შესაბამისად, მოვითხოვოთ, რომ მოვიდნენ აქ პოლიტიკური ლიდერებიც, მოვუთხოვოთ მათთვის ეთერი. პარალელურად მოვითხოვოთ ხალხის ეთერი, რათა ისმოდეს თქვენი ხმა, თუ გნებავთ მოვითხოვოთ 24-საათიანი ეთერი, უწყვეტად გავიდეთ ეთერში იმისათვის, რომ ყველამ ვთქვათ ჩვენი სათქმელი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მოვუწოდებ კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს, სამივე არხს - მთავარს, TV პირველს, ფორმულას - თუ შედგება პირველ არხზე საზოგადოებრივ მაუწყებელზე ეთერი, სადაც დასხდებიან პოლიტიკოსები და, ასევე, სადაც გაჟღერდება ხალხის ხმა, მათაც ეს ეთერი გადასცე პირდაპირ ეთერში იმისათვის, რომ მაქსიმალურად ბევრმა მაყურებელმა იცოდეს, რასთან გვაქვს საქმე", - განაცხადა ხუნწარიამ აქციაზე.

მისივე თქმით, დღესვე ეთერი უნდა დაეთმოს პრეზიდენტსაც:

"ითქვა, რომ პრეზიდენტს თავად არ სურდაო, რომ პირველი არხისთვის მიეცა ინტერვიუო. დადასტურებულად მაქვს ინფორმაცია, რომ თავად პრეზიდენტისგან, მისი ადმინისტრაციისგან არაერთხელ იყო შეთავაზებული, რომ მისთვის დაეთმოთ ეთერი და პირველმა არხმა ეს არ გააკეთა. კიდევ ერთი ტესტი - თუ ასეა, დღესვე დაუთმონ ეთერი საქართველოს პრეზიდენტს".


close დახურვა