logo
ENG



საზოგადოება და ბანკებმა უნაღდო ანგარიშსწორების კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა

16 ნოე 201917:28
3 წუთის საკითხავი
 
8gi2rqec6j2upcc.png

არასამთავრობო ორგანიზაციამ "საზოგადოება და ბანკები" უნაღდო ანგარიშსწორების კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა. პროექტის მიხედვით, სტუდენტთა ჯგუფებს საუკეთესო მარკეტინგული კამპანია და გეგმა უნდა წარედგინათ, რომელიც საზოგადოებაში უნაღდო ანგარიშსწორებას შეუწყობს ხელს.

პროექტში საქართველოს წამყვანი უნივერისტეტების 20-მა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. გამარჯვებულ გუნდს „მასტერქარდი“ 3000 ლარს გადასცემს, რომელიც მათ მხოლოდ სასწავლო მიზნით უნდა გამოიყენონ. პროექტი ქვეყანაში ფინანსური განათლების ამაღლებას და უნაღდო ანგარიშსწორების წახალისებას უწყობს ხელს და ის ქართულ ბაზარზე „მასტერქარდის“ შემოსვლის 20 წლის იუბილეს ეძღვნება.

„ჩვენ სამიზნე ჯგუფად შევარჩიეთ სტუდენტები, რომლებიც ფიქრობენ და მუშაობენ იმაზე, როგორ წაახალისონ, უნაღდო ანგარისშორება, მათ შორის უფროსი თაობისთვის. ძალიან საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს სტუდენტებმა. გვაჩვენეს, რომ მათ აქვთ ხედვა, თუ როგორ შეიძლება საქართველოში ეს ყველაფერი განვითარდეს", - განაცხადა ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი კეპულაძემ.  


close დახურვა