logo
ENG



საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვა 13 სექტემბრამდე გაგრძელდება

31 აგვ 202112:46
3 წუთის საკითხავი
 

საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვა 13 სექტემბრამდე გაგრძელდება. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

"მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე დღეს დამატებითი გადაწყვეტილებები მივიღეთ. საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოქმედი შეზღუდვა 13 სექტემბრამდე გაგრძელდება", - თქვა საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.

დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა 14 აგვისტოს შემდეგ შეიზღუდა.


close დახურვა