საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის სხდომაზე თავმჯდომარედ ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს. მას სამეურვეო საბჭოს 9 წევრიდან 5-მა დაუჭირა მხარი და 3 წლის ვადით აირჩიეს თანამდებობაზე.
მანამდე, იგი პარლამენტმა სამეურვეო საბჭოს ბორდის წევრად აირჩიეს, სადაც ქართულმა ოცნებამ წარადგინა კანდიდატად.
ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი იყო. მან ტელევიზია 2020 წლის 18 აგვისტოს დატოვა და მიზეზად წინასაარჩევნო პერიოდში არხის მიუკერძოებლობასთან დაკაშირებული კითხვების თავიდან არიდება დაასახელა.