საქართველოს პარლამენტი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების სიას ავრცელებს.
სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატები არიან:
- მიხეილ ჩიკვილაძე - ქართული ენის მასწავლებელი, თბილისის 34-ე სკოლის დირექტორი.
- დონარა (დოდო) შონავა - "მართლმსაჯულების სახლის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტთა რესურს ცენტრის მედია მწვრთნელი
- გიორგი იაკობაშვილი - 2017-2020 წლებში საზმაუს სამეურვეო საბჭოს წევრი, საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალის, For.ge-ს დამფუძნებელი.
- იზაბელა ოსიპოვა - 2024 წლის აპრილამდე საზმაუს სამეურვეო საბჭოს წევრი, სახალხო დამცველთან არსებულ ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს აღმასრულებელი მდივანი.
- სოსო სტურუა - რეჟისორი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ყოფილი დირექტორი.
- გიორგი ლაზრიშვილი - მათემატიკის მასწავლებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელესკოლის გადაცემის, "ცვანციკას ონლაინ გაკვეთილების" წამყვანი.
- მარინა გიორგაძე - საქართველოს პარლამენტის პრესცენტრისა და ვებპორტალის განვითარების განყოფილების წამყვანი ხელმძღვანელი,
- ემზარ დიასამიძე - აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის რეპორტიორი.