logo
ENG



საზოგადოებრივი ორგანიზაციები: EU-ის 12 რეკომენდაციიდან სრულად შესრულებულია 1, მეტწილად - 2

15 სექ 202312:04
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/15/dwni0vs09qkik03.jpg

საზოგადოებრივი ორგანიზაციები შეფასების დოკუმენტს აქვეყნებენ, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებსა და არსებულ მდგომარეობას ასახავს.

საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეფასებით, ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან სრულად შესრულებულია 1 პირობა, მეტწილად შესრულებულია 2, ნაწილობრივ 7 და კვლავ შესასრულებელია ევროკავშირის ორი პირობა - დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია.

დოკუმენტის თანახმად:

სრულად შესრულდა ECHR-ის გადაწყვეტილებების პროაქტიული გათვალისინება. 

მეტწილად შესრულდა - დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევა, გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ ძალადობის პუნქტები

ნაწილობრივ შესრულდა - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა, მოწყვლადი ჯგუფები, საარჩევნო რეფორმა, დამოუკიდებელი სასამართლო, ანტიკორუფციული ზომები, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, მედია 

შესასრულებელია - დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია

საზოგადოებრივი ორგანიზაციები შეფასების ბოლო დოკუმენტს ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად განსაზღვრული 12 პირობის შესრულების პროგრესის შეფასებამდე 1 თვით ადრე აქვეყნებენ. 

დოკუმენტში თავმოყრილია შემდეგი ორგანიზაციების შეფასებები: ღია საზოგადოების ფონდი, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი, სასამართლოს გუშაგი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი, მმართველობის მონიტორინგის ცენტრი, საქართველოს რეფორმების ასოციაცია, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, საფარი.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა, ისევე როგორც ევროკომისარმა ოლივერ ვარჰაიმ განაცხადეს, რომ საქართველოს მთავრობამ 12 პრიორიტეტიდან 3 შეასრულა. 


close დახურვა