logo
ENG



საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

04 თებ 202211:24
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის საქალაქო სასამართლოში საზღვრის კვეთის საქმეზე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს. მიხეილ სააკაშვილი პროცესს ესწრება.

გარდა ამისა, სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციაა არის დაგეგმილი. 

უკვე დაიწყო საქმის არსებითი განხილვა. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს განიხილავენ. იგეგმება სასამართლოში რამდენიმე მოწმის დაკითხვა.

ქართული ოცნების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილმა მიხეილ სააკაშვილმა 2021 წლის 1-ლ ოქტომბერს თქვა, რომ საქართველოშია. იმავე საღამოს ის დააკავეს, საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდება კი დაკავებიდან 20 დღის შემდეგ, 20 ოქტომბერს წარუდგინეს. 

აღნიშნულ საქმეზე დააკავეს ელგუჯა ცომაია, ზურაბ და შალვა წოწორიები და გიორგი ნარიმანიძე. მათ სააკაშვილისთვის საზღვრის კვეთისას დახმარებას ედავებიან. 20 იანვარს მათ პატიმრობა 5 000-5 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალეს. 


close დახურვა