logo
ENG



საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მომზადებაზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა წესდება

19 თებ 202419:45
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/19/dsv4nh4a4iiq0d0.jpg

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მომზადებაზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა წესდება. საკითხზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს.

 "სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა წესდება ისეთ ნაკლებად მძიმე დანაშაულების მომზადებაზე, როგორებიცაა: საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა (და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანა ან მისთვის საქართველოში ყოფნისათვის შესაბამისი პირობების შექმნა-ხელშეწყობა კანონმდებლობის დადგენილი წესების დარღვევით", - განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ.

შს მინისტრის მოადგილის თქმით, თუ საერთაშორისო დაცვის თაობაზე შესაბამისი საბოლოო გადაწყვეტილებით განისაზღვრება, რომ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი საერთაშორისო დაცვას არ საჭიროებს, იგი არ გათავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან.

გამოძიების ორგანოს ენიჭება უფლებამოსილება, დაიწყოს გამოძიება აღნიშნული დანაშაულების მომზადების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე. ცვლილება სასჯელის ერთ-ერთ სახედ ითვალისწინებს ჯარიმას, რომლის მინიმალურ ოდენობაა 2000 ლარი, ხოლო მაქსიმალური ოდენობა განსაზღვრული არ არის და აღნიშნულს ადგენს მოსამართლე, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდადებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც განისაზღვრება მისი ქონებით, შემოსავლით და სხვა გარემოებით. კანონპროექტი სასჯელის სახედ ითვალისწინებს, მათ შორის, თავისუფლების აღკვეთას.


close დახურვა