logo
ENG



საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი დღეს გაიმართება

16 ნოე 202110:01
3 წუთის საკითხავი
 
საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი დღეს გაიმართება

საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი დღეს გაიმართება. 

სხდომა 11:00 საათზეა დანიშნული. 

სასამართლო პროცესზე დასწრების საშუალებას ექსპრეზიდენტს, სავარაუდოდ, არც დღეს მისცემენ. 

მიხეილ სააკაშვილმა 1-ლ ოქტომბერს თქვა, რომ საქართველოში ჩამოვიდა. ის იმავე საღამოს დააკავეს, თუმცა, ბრალი 20 დღის შემდეგ წარუდგინეს. 

საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით სააკაშვილთან ერთად, იმავე მუხლით ბრალდებულია ელგუჯა ცომაია. 

ასევე, სააკაშვილის დახმარებისთვის ბრალდებულები არიან გიორგი ნარიმანიძე და მამა-შვილი წოწორიები

მათი საქმეები ერთმანეთისგან გამოყვეს. 

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, საზღვრის კვეთის გარდა, კიდევ 2 საქმეზე მიმდინარეობს სასამართლო განხილვა - 7 ნოემბრის და ე.წ პიჯაკების საქმეზე. ექსპრეზიდენტი არც ერთ პროცესს არ დაასწრეს. პენიტენციურმა სამსახურმა მიზეზად მისი მხარდამჭერების მხრიდან "შესაძლო დესტრუქცია" დაასახელა, რომელიც სახელმწიფოს დამხობას ისახავს მიზნად. 


close დახურვა