დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. მეუფე იაკობის განცხადებები, მამა გიორგი მამალაძის საქმე - რამდენიმე საათში გაირკვევა, რა საკითხებს განიხილავენ და რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ მაღალი იერარქიის პირები საპატრიარქოში. დღესვე გახდება ცნობილი უხელმძღვანელებს თუ არა სხდომას ილია მეორე.
"მოსალოდნელია რომ გადაწყვეტს იმ ამოცანას, რისთვისაც იკრიბება სინოდი, ეს არის კონკრეტული რომ გაფანტოს ის დაძაბულობა, რომელიც შექმნა ამ ბოლო დღეებში გავრცელებულმა სკანდალურმა გაცნხადებებმა საპატრიარქოს წარმომადგენლების მხრიდან და სამღვდელო პირების დაპირისპირება. მთავარია რომ მთელი ამ ამბებიდან ყველა მხარემ, რომელიც მასში მონაწილეობს, სათანადო დასკვნები გააკეთოს,"-აცხადებს თეოლოგი ირაკლი ბრაჭული.
შეგახსენებთ, რომ 26 ოქტომბერს მეუფე იაკობმა მოყვა, თუ როგორ იგეგმებოდა ბიძინა ივანიშვილისა და ვანო ჩხარტიშვილის დავალებით, პრემიერის კაბინეტში, პატრიარქის ჩამოშორება. მეუფის განცხადებით, შეხვედრას გახარია, გომელაური, კვირიკაშვილი და რამდენიმე სხვა სასულიერო პირიც ესწრებოდა.