საია-ს მათი დაცვის ქვეშ მყოფი დაკავებული პირების ნახვის საშუალებას არ აძლევენ. ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განცხადება გაავრცელა.
„საიას ადვოკატებს არ ეძლევათ შესაძლებლობა მოინახულონ კახეთის გზატკეცილზე არსებულ პოლიციის განყოფილებაში მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირები. საია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ უზრუნველყონ ადვოკატების შეშვება დაკავებულ პირებთან", - ნათქვამია განცხადებაში.