logo
ENG



საია: არ გვეძლევა საშუალება მოვინახულოთ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი პირები

18 ნოე 201923:19
3 წუთის საკითხავი
 
cx9rmr82o9n4lqb.jpg

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ აქციაზე დაკავებულ მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირებთან არ უშვებენ.

„საიას ადვოკატებს არ ეძლევათ შესაძლებლობა მოინახულონ კახეთის გზატკეცილზე არსებულ პოლიციის განყოფილებაში მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირები.

საია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ უზრუნველყონ ადვოკატების შეშვება დაკავებულ პირებთან," - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ არ შეასრულა დაპირება და მაჟორიტარული სისტემიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო. საზოგადოების ნაწილმა და ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ რუსთველის გამზირზე დაიწყეს აქციები. მათი მოთხოვნაა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია, რომელიც პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდება. თუმცა, მმართველმა გუნდმა უარი განაცხადა მოთხოვნის შესრულებაზე. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის ყველა შესასვლელის ბლოკირება მოახდინეს. პარლამენტთან მყოფ მოქალაქეებს, რომლებიც პარლამენტის პიკეტირებას ახდენენ, პოლიციამ 30-წუთიანი ვადა მისცა იმისთვის, რომ შესასვლელი გაათავისუფლონ. ულტიმატუმის ვადა 16:40 საათზე ამოიწურა.

ამის შემდეგ სპეცრაზზმა აქციის მონაწილეები დაშალა და 18 მათგანი დააკავა. სპეცრაზზმა რუსთაველის გზის სამანქანო გზა კარვებისგან გაათავისუფლა, ხოლო პარლამენტის შესასვლელებს ბოქლომები მოხსნა. 


close დახურვა