logo
ENG



საია: აჭარის ტელევიზია სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის საფრთხის წინაშეა

03 დეკ 201911:53
3 წუთის საკითხავი
 
whw0jfpy375ugn8.jpg

აჭარის ტელევიზია სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის საფრთხის წინაშეა - ამ განცხადებას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს. განცხადების გავრცელების საჭიროება საიასთვის მას შემდეგ დადგა, რაც ტელევიზიის ახალმა დირექტორმა მის მოადგილეს, ნათია ზოიძეს სარედაქციო პოლიტიკიდან ჩამოშორება სთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სისხლის სამართლებრივი დევნით დაემუქრა. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ გოგა კოხრეიძის დირექტორად არჩევასთან დაკავშირებით არაერთი კითხვა რჩება. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კოხრეიძეს მოუწოდებს დაიცვას თანამშრომლების სარედაქციო დამოუკიდებლობა. ორგანიზაცია მზადაა დაიცვას თითოეული ჟურნალისტის უფლება.


close დახურვა