logo
ENG



საია: მაკო გომურს მისი საქმის მასალები სრულად არ გააცნეს

22 ნოე 201917:33
3 წუთის საკითხავი
 
77x64z0kw4cdd26.jpeg

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, ცნობით 20-21 ივნისს აქციის დარბევის დროს დაზარალებულ მაკო გომურს პროკურატურამ საქმის მასალები სრულად არ გააცნო.

„გასაცნობად გადმოცემულ დოკუმენტაციაში არ იყო ერთი სამართალდამცავის ჩვენებაც კი. საქმის მასალებში ასევე, არ იყო რაიმე სახის ინფორმაცია აქციის დაშლის დაგეგმვასთან, პასუხისმგებელ პირთა ან/და მონაწილე დანაყოფებისა და მათი თანამშრომლების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ამ ტიპის ინფორმაციას არსებითი მნიშვნელობა და შემხებლობა გააჩნია პასუხისმგებელ პირთა გამოსავლენად“,-ნათქვამია საიას განცხადებაში.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პროკურატურას მოუწოდებს შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულება და ჩაატაროს სრულყოფილი გამოძიება.

„მოვუწოდებთ საქართველოს გენერალურ პროკურატურას: მისცეს მაკო გომურს და მის ადვოკატებს საშუალება, გაეცნონ სისხლის სამართლის საქმის მასალებს სრულად; განახორციელოს მასზე დაკისრებული მოვალეობა და ჩაატაროს სრულყოფილი და ყოველმხრივი გამოძიება, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ მაკო გომურისთვის მიყენებული დაზიანებიდან უკვე 5 თვეზე მეტი გავიდა“,-ნათქვამია განცხადებაში.

 


close დახურვა