logo
ENG



საია: სააპელაციო არჩევნებთან დაკავშრებით საჩივარს ახლაც ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს

22 ნოე 202409:44
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/22/21c0ef1yoxfgrj5.jpg

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, თბილისის სააპელაციო სასამართლო მათ საჩივარს ცესკოს შემაჯამებელი ოქმის/არჩევნების შედეგების ბათილად ცნობისა და ხელახალი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით ამჯერადაც ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს.

საიას ცნობით, სასამართლო საჩივარს მხარეთა დასწრების გარეშე, დღეს, 12:00 საათზე განიხილავს.

"ამასთან დაკავშირებით საიამ დამატებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ზეპირ სხდომაზე საქმის განხილვა, რადგან მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ უნდა განიხილოს ახალი შუამდგომლობებიც, რისთვისაც მხარეთა მოსაზრებების მოსმენაც მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, მხარეთა შორის სადავოა მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებები.

საჩივარი თავისი შინაარსის და სპეციფიკის გათვალისწინებით შეეხება კონსტიტუციური პრინციპების დარღვევას. ვინაიდან საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიმღებ ინსტანციას საარჩევნო დავების მიზნებიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო წარმოადგენს, მნიშვნელოვანია, მხარეებს ზეპირ სხდომაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ჰქონდეთ.

საია საჩივრით დამატებით ითხოვს სასამართლოს მიერ დროებითი განჩინების მიღებას, რომლითაც ცესკოს თავმჯდომარეს აეკრძალება არჩევნების შეჯამების შემდგომ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა იმ პროცედურის განხორციელება, რომლებიც დაკავშირებულია ახალი საპარლამენტო შემადგენლობის უფლებამოსილების ცნობასთან", - წერია განცხადებაში.


close დახურვა