logo
ENG



საია: წამება ძალოვან უწყებაში - პოლიციელმა იძულებით აბორტი გააკეთებინა ქალს

29 აპრ 202020:44
3 წუთის საკითხავი
 

წამებისა და არაადამიანური მოპყრობა ძალოვან უწყებებში. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ანგარიშს აქვეყნებს. ორგანიზაციის წარმოებაში არსებული საქმეების ანალიზმა აჩვენა, რომ 2019 წელს სამართალდამცველთა მხრიდან წამების ფორმად, ძირითადად, გამოყენებული იყო ცემა, გამოვლინდა  ფსიქოლოგიური ძალადობის,  იძულებითი აბორტის და გაუპატიურების ფაქტებიც. 

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრის“ მერაბ ქართველიშვილის განცხადებით, 10 გახმაურებული საქმის დროს არც ბრალდებულია და არც დაზარალებული.

„პოლიცია არ ასრულებდა თავის უფლებამოსილებას ამ კონკრეტულ შემთხვევაში. მან ამ შემთხვევაში გამოიყენა თავის ძალაუფლება იმ მხრივ, რომ იყო პოლიციელი და მოახდინა ის, რომ აბორტი გააკეთებინა ქალბატონს. იძულებით აბორტის შემდეგ არ დამდგარა შედეგი. ორი შემთხვევაა, როდესაც დაზარალებული გყვავს და ბრალდებულად ცნობილი პირია, ორივე შემთხვევაში გახმაურებული შემთხვევაა. სხვა 8 შემთხვევაში, რომელიც მეტ-ნაკლებად არაა გახმაურებული, არც დაზარალებული და არც ბრალდებული გყვავს. გამოძიება გაჭედილია და ესეც პრობლემურია“, - აცხადებს ქართველიშვილი.

სახალხო დამცველის მოადგილის გიორგი ბურჯანაძის თქმით კი, საგამოძიებო საქმეებში მნიშნელოვანი დარღვევებია გამოვლენილი.

„2015-2016-2017-2018 წელს მომხდარ ფაქტებზე არ იყო ჩატარებული მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები, გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები დაგვიანებით ჩატარდა, არ იყო გამოყენებული მოწმეთა დაცვის პროგრამები და უამრავი სხვა ხარვეზია გამოვლენილი“, - აცხადებს ბურჯანაძე.


close დახურვა