logo
ENG



საია 20 ივნისის დაზარალებულებზე:სასამართლომაც მიიღო უკანონო გადაწყვეტილება

29 ოქტ 201908:12
3 წუთის საკითხავი
 
t98ifijtnr01g73.png

რატომ არ ცნობს სასამართლო 20 ივნისს დაშავებულებს დაზარალებულებად - საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეს სტატუსი 16 პირიდან არც ერთს არ მიანიჭა.  მოქალაქეების დაზარალებულად ცნობას სასამართლოში საია ითხოვდა.

საია-ს იურისტის თქმით, მოსამართლემ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, ამ ეტაპზე კი მათ გასაჩივრების უფლება არ აქვთ.

„მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურამ არაერთგზის უარი გვითხრა დაზარალებულად ცნობაზე ჩვენ გამოვიყენეთ პროცესუალური უფლება და მივმართეთ სასამართლოს, სამწუხაროდ სასამართლომაც მიიღო ჩვენი აზრით უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რაც სამწუხაროდ არ საჩივრდება შესაბამისად ამ ეტაპზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში გვაქვს შეზღუდული რაიმე ქმედების განხორციელება,“- განაცხადა რევაზ აჭარაძემ.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს დარბევისას 240-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, 2 მოქალაქემ კი თვალი დაკარგა. ამ საქმეზე დაზარალებულად 67 სამართალდამცველი ცნეს, მოქალაქე კი მხოლოდ ოთხია.


close დახურვა