"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" აქციაზე დაკავებულებსა და დაზარალებულებს სამართლებრივ დახმარებას სთავაზობს. ამის შესახებ ორგანიზაციის პრეს-სამსახურმა ლევან ქათამაძემ ინფორმაცია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„საია მზადაა აქციისას დაკავებულებსა და დაზარალებულებს სამართლებრივი დახმარება გაუწიოს. გთხოვთ, მოგვაწოდოთ დაშავებულებისა და დაკავებულების შესახებ ინფორმაცია შემდეგ ნომერზე: 577 07 05 11".
შეგახსენებთ, რომ დღევანდელ დარბევაზე სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დააკავეს, მათ შორის არიან აქციის ორგანიზატორების ერთი ნაწილი.