საკანონმდებლო ორგანოში დღეს დეპუტატების რეგლამენტის შესახებ იმსჯელებენ. კანონპროექტი ცალკეული დეპუტატებისა და დეპუტატთა ჯგუფების უფლებებს განსაზღვრავს.
დოკუმენტის მიხედვით, ერთი პარტიული სიით წარდგენილი დეპუტატები მხოლოდ ერთ ფრაქციაში შეიძლება გაერთიანდნენ. თუმცა, საუბარია ერთჯერადად გამონაკლისის დაშვებაზეც. იზღუდება დეპუტატების გამოსვლისთვის გამოყოფილი დროც.