logo
ENG



საკარანტინო ზონაში საგანგებო რეჟიმის დარღვევის ფაქტები არ დაფიქსირებულა

28 მარ 202017:51
3 წუთის საკითხავი
 
fopvmjgzsx27cqm.png

საკარანტინო ზონაში 4 საეჭვო შემთხვევის ლაბორატორიულ პასუხს ელოდებიან. პაციენტები სიმპტომებით, კლინიკაში არიან გადაყვანილები და მათ ბიოლოგიური მასალა ანალიზისთვის უკვე აუღეს.

ამ დროისათვის ბოლნისში თვითიზოლაციაში 259 ადამიანი იმყოფება. მარნეულის მინიციპალიტეტის ინფორმაციით, 4 300 ადამიანს თერმოსკრინინგი ჩაუტარდა, 6 შემთხვევაში დაფიქსირდა მაღალი ტემპერატურა, თუმცა მათ ვირუსი არ დაუდასტურდათ, მათგან 1 საველე ჰოსპიტალშია გადაყვანილი.

ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, საკარანტინო ზონაში, საკვებისა და საწვავის საკმარისი მარაგებია. ბოლო 24 საათში მარნეულსა და ბოლნისში საგანგებო რეჟიმის დარღვევის ფაქტები არ დაფიქსირებულა. დაწესებული შეზღუდვების შესახებ, მოქალაქეების ინფორმირების პროცესი, მიმდინარეობს.


close დახურვა