logo
ENG



საკონსტიტუციო: საკუთარი განცხადების საფუძველზე, ირინე იმერლიშვილს უფლებამოსილება შეუწყდა

17 ოქტ 202520:52
3 წუთის საკითხავი
 
2025/10/17/uq854coxzmovvqu.jpg

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებით, ირინე იმერლიშვილს საკუთარი განცხადების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილება შეუწყდა.

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, ქალბატონ ირინე იმერლიშვილს, საკუთარი განცხადების საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განკარგულებით N 2, 2025 წლის 20 ოქტომბრიდან, ვადაზე ადრე შეუწყდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო უსურვებს მას წარმატებებს მომავალ საქმიანობაში“, — ნათქვანია საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში.

იმერლიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი 2016 წლის 12 სექტემბერს გახდა.


close დახურვა