logo
ENG



საკოორდინაციო საბჭო მთავრობის ადმინისტრაციაში დღის განმავლობაში შეიკრიბება

26 მარ 202012:20
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსის გავრცელებიდან ერთი თვის თავზე დღეს პირველი დილაა როდესაც მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა არ გამართულა.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის შექმნილი კომისია დღის განმავლობაში შეიკრიბება, თუმცა დრო დაზუსტებული არ არის.

კანცელარიაში დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე იმყოფებოდა, თუმცა მან შენობა რამდენიმე წუთში დატოვა და მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ადმინისტრაციაში იმყოფებოდა პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, სოზარ სუბარიც. რაც შეეხება საკოორდინაციო საბჭოს სხვა წევრებს, ისინი ჯერჯერობით მთავრობის ადმინისტრაციაში არ გამოჩენილან.


close დახურვა