პოლიტიკურ წრეებში სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური გეგმებიც განიხილება. ეს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა არ გამორიცხა გადადგომა და არჩევნებში მონაწილეობა. ამასთან, ფორმულამ გაარკვია, რომ ზურაბიშვილთან შეთანხმებით პოლიტიკურ წრეებში კონსულტაციები მიმდინარეობს. ინიციატივა ახალი ფორმატის შექმნას გულისხმობს. ეს იქნება ერთგვარი საკოორდინაციო საბჭო, რომელშიც პოლიტიკური პარტიები და სადამკვირვებლო ორგანიზაციები შევლენ და ხმების დაცვისთვის ერთად იმუშავებენ. იდეა ეკა ბესელიას ეკუთვნის. ვინ აპირებს თანამშრომლობას ახალ პლატფორმასთან?
საკოორდინაციო საბჭო საარჩევნო ხმების დასაცავად
14 დეკ 202320:13
3 წუთის საკითხავი