logo
ENG



საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება: სახელმწიფო დღეში, დაახლოებით, 20 000 ტესტს გააკეთებს

02 დეკ 202014:27
3 წუთის საკითხავი
 
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება: სახელმწიფო დღეში, დაახლოებით, 20 000 ტესტს გააკეთებს

2 დეკემბრის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გადაწყვიტეს, რომ შეზღუდვების 2-თვიანი გეგმის ფარგლებში, ინტენსიური ტესტირების პროგრამა იმოქმედებს. მათი ცნობით, სახელმწიფო დღეში, დაახლოებით, 20 000 ტესტს გააკეთებს, რასაც დაემატება კერძო ლაბორატორიების მაჩვენებლები.

საბჭომ, ასევე გადაწყვიტა, რომ განსაკუთრებით გაფართოვდება ანტიგენზე დამყარებული ტესტების გამოყენება, რომლის პასუხის მიღება, დაახლოებით, 20 წუთის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ყოველდღიურად გაზრდილი ტესტირებების რაოდენობა ხელს შეუწყობს მეტი ინფიცირებულის იდენტიფიცირებას, რაც თავის მხრივ, შეანელებს ვირუსის გავრცელებას და სიტუაციას შეძლებისდაგვარად დაასტაბილურებს.

გარდა ამისა, მთავრობის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ კორონავირუსის ვაქცინაციის ეტაპისთვის მოსამზადებლად და კოვიდ ვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი.


close დახურვა