საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით თბილისში მოქმედი ყველა აგრარული ბაზარი დაიკეტა. მოვაჭრეებს ინფორმაცია ბაზრის ადმინისტრაციამ გუშინ საღამოს მიაწოდა.
ადგილზე მომუშავე ადამიანები აცხადებენ, რომ მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო სწორედ ბაზარში პროდუქტის გაყიდვაა. ისინი ხელისუფლებას სთხოვენ მიეცეთ გარე ვაჭრობის უფლება და ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში დაიცავენ 2 მეტრიან დისტანციას და უსაფრთხოების ყველა ნორმას.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ბაზრები დაიკეტა თელავში, ზუგდიდსა და ფოთში.