logo
ENG



საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ხვალიდან ქვეყანაში შეზღუდვების ნაწილი იხსნება

10 მაი 202017:07
3 წუთის საკითხავი
 

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან გაიხსნება თბილისი. მოქალაქეები დედაქალაქში შემოსვლას და მის დატოვებას დაბრკოლების გარეშე შეძლებენ. ასევე ნებადართული იქნება სავაჭრო და ბიზნესობიექტების ფუნქციონირებაც, თუმცა ეს არ შეეხებათ ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიებს, ასევე სავაჭრო მოლებს.

ობიექტებს შესასვლელი აუცილებლად ქუჩიდან უნდა ჰქონდეთ. გარდა ამისა,  ისინი ვალდებულები იქნებიან დაიცვან ჰიგიენის ნორმები და შეზღუდვები, რომლებიც ამ დრომდე მოქმედებს ქვეყანაში - იგულისხმება პირბადის მოხმარება და სოციალური დისტანცია.

 


close დახურვა