დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ გამარჯვებაში საკრებულოს დეპუტატმა ორი ადამიანი დაჭრა. "ქართული ოცნების" წევრმა, გიორგი ჭინჭარაულმა თანასოფლელებს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.
დაზარალებულებს ჭრილობები მუცლისა და გულ-მკერდის არეში აქვთ მიყენებული. ისინი ჯერ დედოფლისწყაროს საავადმყოფოში გადაიყვანეს, შემდეგ კი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, თბილისში გადმოიყვანეს.
ჭინჭარაული შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგელნებმა უკვე დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, საკრებულოის დეპუტატს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
