logo
ENG



საკრედიტო პროცენტების განახევრებაზე ვაშაძემ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

26 ივნ 202006:30
3 წუთის საკითხავი
 

„ახალი საქართველოს" ლიდერი, გიორგი ვაშაძე საკრედიტო პროცენტების განახევრებას ითხოვს. ამ მიზეზით პარტიის წევრებმა ხელმოწერების შეგროვება ერთ-ერთ უბანში დაიწყეს.

მათ ისნის მეტროსთან „ახალი საქართველოს" კარავი გაშალეს. ამის შემდეგ ადგილზე მერიის წარმომადგენლები მივიდნენ.

როგორც პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლაშა დიაროვი აცხადებს, მათ მერიაში კარვის დადგმასთან დაკავშირებით შეტანილი განცხადება დაუკმაყოფილეს, თუმცა მერიის თანამშრომლები მათ დაჯარიმებას მაინც აპირებდნენ.

პარტიის ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ მერიის გაღიზიანება ბანკების თემამ გამოიწვია. 

"არასდროს შეგვქმნია პრობლემა ხელმოწერებზე. როგორც კი ბანკებს შევეხეთ, ეგრევე ზედამხედველობა მოვიდა. დაემუქრა ჩვენს წარმომადგენლებს და ჯარიმით დაემუქრა. მინდა კალაძეს მივმართო - არ გცხვენიათ? ბანკებს მფარველობთ? ხელმოწერებს ვაგროვებთ - ანტიმონოპოლიური კანონი პარლამენტში, რომელიც ბანკების მონოპოლიებს დაასრულებს ქვეყანაში. ამას როგორც ჩანს კალაძე ეწინააღმდეგება“, - განაცხადა ვაშაძემ.  

 


close დახურვა