logo
ENG



სალაძე: შეუძლებელია 37 დაკავებულის საქმე ერთმა მოსამართლემ განიხილოს

20 ნოე 201921:16
3 წუთის საკითხავი
 
rrxonkc17qktyrd.jpg

გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ სულხან სალაძემ განაცხადა, რომ რუსთაველის წინ აქციაზე დაკავებული 37 პირის უფლებები ირღვევა.

როგორც სალაძემ განაცხადა, მოსამართლე დროს წელავს და მას უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომელიც მინიმუმ ჯარიმა იქნება.

„შეცვალეს მეთოდოლოგია და ახლა საქმეებს იხილავს ერთი მოსამართლე. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მოსამართლე გონივრულ ვადას აძლევს დაცვის მხარეს ან ელოდება ექსპერტების დასკვნებს. ეს არის დროის გაწელვის პროცესი და მოსამართლეს გადაწყვეტილება მიღებული აქვს, მინიმუმ ეს იქნება ჯარიმა, მაგრამ დაკავებასაც ვერ გამოვრიცხავ, შეიძლება ადმინისტრაციული პატიმრობაც იყოს. მთავარია, რომ პატიმრების ფუნდამენტური უფლებები ირღვევა. შეუძლებელია 37 დაკავებულის საქმე ერთმა მოსამართლემ განიხილოს," - განაცხადა სალაძემ


close დახურვა