logo
ENG



სალაძე:თუ ივანიშვილი პრემიერად დაბრუნდება, მას საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარის თქმა მოუწევს

18 იან 202017:08
3 წუთის საკითხავი
 
bab4hffolg2n88z.jpg

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე იმ პირობებს განმარტავს, თუ რა შემთხვევაში შეძლებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებას.

როგორც სალაძე „ფორმულასთან“ საუბარში ამბობს, თუ ივანიშვილი პრემიერის პოსტის დაბრუნებას მოისურვებს, ის იძულებული იქნება, სხვა ქვეყნის [საფრანგეთის] მოქალაქეობაზე უარი თქვას.

„კონსტიტუცია სამ თანამდებობას გამოყოფს. ეს არის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე, როდესაც საუბარია იმაზე, რომ საქართველოს მოქალაქე არ შეიძლება იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე. თუ ბატონი ივანიშვილი დაბრუნდება მმართველი პარტიის ხელმძღვანელის პოზიციიდან უკვე პრემიერ-მინისტრის პოზიციაზეც, ასეთ შემთხვევაში მას მოუწევს სხვა ქვეყნის მოქალაქეობაზე უარის თქმა, თუ ასეთი მოქალაქეობა გააჩნია. სხვა შემთხვევაში კონსტიტუციის თანახმად ეს იქნება შეუძლებელი“, - განაცხადა სულხან სალაძემ.

აღნიშნული საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ოპოზიციაში გაჩნდა ეჭვი, რომ ბიძინა ივანიშვილს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დაბრუნება სურს. 

 


close დახურვა