logo
ENG



სალაძე აშშ-ს წინაპირობებზე: ეს არის შეტყობინება და გაფრთხილება უფრო მკაფიო სახით

09 ივლ 202014:30
3 წუთის საკითხავი
 

საია-ს თავმჯდომარე სულხან სალაძე აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს მიერ გამოქვეყნებული ვალდებულებების ჩამონათვალს ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ფინანსური ნაწილის შესანარჩუნებლად პირობების დაკმაყოფილება მოუწევს.

მისი განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები იმით არის დაინტერესებული, რომ საქართველოში პოზიტიური საარჩევნო ცვლილებები განხორციელდეს.

„ეს არის შეტყობინება, გაფრთხილება უფრო მკაფიო სახით. ის, რომ შეერთებული შტატები მიესალმება საარჩევნო სისტემის ცვლილებას და რიგ მნიშვნელოვან, პოზიტიურ ცვლილებებს, არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებამ არ უნდა გააგრძელოს ამ მიმართულებით ცვლილებების გატარება.

დადგა იმის საჭიროება, რომ საჯაროდ გამხდარიყო ცნობილი ამის შესახებ, არა არამარტო ხელისუფლებისათვის, არამედ ყველა იმ ადამიანისათვის, რომელიც დაინტერესებულია ქვეყანაში უკეთესი საარჩევნო გარემოთი და ზოგადად დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობით“, - აცხადებს სულხან სალაძე.

შტატების საკანონმდებლო ორგანოს ვალდებულებების სიაში წერია, რომ 132 მილიონიანი დახმარების პაკეტის სრულად მისაღებად, საქართველოში საარჩევო რეფორმა ეფექტურად უნდა განხორციელდეს, დამოუკიდებელი უნდა იყოს სასამართლო, უნდა მოხდეს ოლიგარქების არაფორმალური გავლენის შეზღუდვა, ასევე თავისუფალი მედიისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების უფლებების დაცვა.


close დახურვა