logo
ENG



სალომე ზურაბიშვილი: 14 წლის გოგონას თვითმკვლელობა ტრაგედიაა

12 თებ 202122:42
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პრეზიდენტი 14 წლის მოზარდის თვითმკვლელობას ეხმაურება. 

სალომე ზურაბიშვილი მომხდარს ტრაგედიას უწოდებს და გმობს ძალადობას.

„14 წლის გოგონას თვითმკვლელობა ტრაგედიაა! ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის და უპირველესად, ქალისთვის მომხდარი ძალიან მძიმეა და კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ხასიათის ძალადობა!დამნაშავე უნდა დაისაჯოს, რათა არ წახალისდეს ძალადობა. მსგავსი საკითხების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება კი, უნდა იყოს მკაცრი და ცალსახა!", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ქობულეთში მცხოვრებმა 14 წლის გოგომ სიცოცხლე თვითმკვლელობით  დაასრულა - ის გარდაცვლილი ბაბუამ იპოვა.

სახელმწიფო ინსტიტუტების გულრგრილობასა და სისტემის ჩავარდნაზე საუბრობენ სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უკვე ორი დღეა საპროტესტო აქციებს მართავენ და ხელისუფლებას არაეფექტურ მოქმედებაში ადანაშაულებენ. 

საქმეზე დაკავებულს პირს ბრალი ორი მუხლით აქვს წარდგენილი: სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე და 140-ე მუხლებით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანასა და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის დამყარებას გულისხმობს.


close დახურვა